ტრენინგის მე-9 დღე .
ამ ტრენინგზე გავიმეორეთ წინა დღის მასალა,შევქმენით პროექტის პორთფოლიო ,ვისწავლეთ გვერდების შექმნა და გავამრავალფეროვნეთ ვიზუალური მხარე .
წინა ტრენინგის შეჯამებაშიც აღვნიშნე ,რომ ამ პროექტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მასწავლებლისთვის.,მისი პროფესიული განვითარებისთვის .
მე პრიმიტიულად ვიცოდი ამ ტექნოლოგიების გამოყენება ,მაგრამ ამ ტრენინგმა ბევრი რამ მასწავლა ,თუ როგორ შევქმნა პროექტი ,რესურსები ,რათა საინტერესო იყოს ჩემი გაკვეთილი და მოსწავლეთა ინტერესი გავაღვივო ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, იყოს პროდიქტიული .
გავეცანი შეფასების რუბრიკებს, ვისწავლე მოსწავლის ბლოგის შექმნა .პროექტის შექმნისას რომ სტანდარტი უნდა შეესაბამებოდეს პროექტს ,ვისწავლე მიზნის განსაზღვრა ,გავარჩიეთ მიმართულების მიმცემი კითხვები .
ბოლოს მინდა აღვნიშნო ,რომ ბევრი ტრენინგი მომისმენია ,მაგრამ ტრენერის ახსნას, საუბარს და საკითხის გადმოცემას ,ურთიერთობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
ქეთევან ცერაძე თავისი სპეციალობის დიდი ოსტატია .
No comments:
Post a Comment